მენიუ დახურვა

10 ნიშანი იმის მისახვედრად, რომ ამ მამაკაცთან არაფერი გამოგივათ

სიმპათიურია, იუმორის გრძნობა აქვს, მოსწონხართ და ამიტომ ფიქრობთ, რომ იდეალურ პარტნიორს შეხვდით? SOS – პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი იყოს! 

1. სადღაც იკარგება და ყურმილს არ იღებს

გასაგებია, რომ ამართლებთ, ფიქრობთ, რომ ძალიან დაკავებულია. მაგრამ ასეთი უყურადღებო მამაკაცები არ არიან განწყობილნი სერიოზული ურთიერთობისთვის.

2. მუდმივად გიშლით გეგმებს

მორჩით ტელეფონთან ჯდომას და იმის ლოდინს, როდის დაგიძახებთ პაემანზე. ბოლო მომენტში ის მაინც კოლეგებთან ერთად პიკნიკზე წასვლას გადაწყვეტს. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით!

3. აგრესიას ამჟღავნებს

მუდმივად კონფლიქტების ეპიცენტრშია? აშკარად უჭირს ურთიერთობა სამყაროსთან? ადრე თუ გვიან, ის ამ აგრესიას თქვენზე გადმოიტანს.

4. თითქმის არაფერს გიყვებათ საკუთარ თავზე

იდუმალი უცნობი გულმოდგინედ გიმალავთ პირადი ცხოვრების დეტალებს, არ ჩქარობს, სტუმრად მიგიწვიოთ და თავისი სამსახურის შესახებ მოგიყვეთ? თქვენ წინაშეა ჩაკეტილი და ბნელი ტიპი.

5. საკუთარი გრაფიკით ცხოვრობს

…რომელშიც თქვენ აშკარად ვერ ეწერებით. ღირს კი ამდენ მცდელობად? მართლაც ასეთი დაკავებულია?

6. თქვენ მას თითქმის არ აინტერესებთ

თქვენი ინტერესები საერთოდ არ ემთხვევა? მისი კითხვები კი ძირითადად თქვენი ტრუსების ფერის გაგებით შემოიფარგლება? საეჭვოა, ასეთი პარტნიორი ცხოვრების თანამგზავრად გამოგადგეთ.

7. თვალებში არ გიყურებთ

ან კიდევ უარესი – თქვენთან საუბრის დროს სხვა ქალისკენ გაურბის მზერა. დროა, უკან მოუხედავად გაიქცეთ მისგან!

8. ყოველთვის ყველაფერი ცუდად აქვს

პრობლემები სამსახურში, დეპრესია, უფულობა… ასეთ კაცს ყოველთვის აქვს რაღაც უსიამოვნებები! გინდათ, ის მთელი დარჩენილი ცხოვრება გეცოდებოდეთ?..

9. მოკლე დისტანციაზე ჰყავხართ

ასეთ ვითომურთიერთობებში თავის დაკარგვა მარტივია. ის არც ახლოს გიშვებთ და არც ხელს გკრავთ, მუდმივად დაპირებებით გიბნევთ თავგზას, რომლებსაც ვერასოდეს ასრულებს. და რაში გჭირდებათ თქვენ ეს?

10. კონკრეტიკა – ნული

ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ გვერდით ახალგაზრდა კაცი კი არა, სულთანი გყავთ, რომელიც მუდმივად უნდა გააოცოთ და ასიამოვნოთ? თანაც, არც ის იცით, როდის ნახავთ კიდევ, საერთო გეგმებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია? თამამად გაწყვიტეთ ასეთი ურთიერთობა – საბოლოოდ ის მაინც ჩიხში შევა.

loading…


მსგავსი სიახლეები