მენიუ დახურვა

რა ახალი დეტალები ვრცელდება საბერძნეთში მოკლულ 29 წლის ქართველ გოგოზე?

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გაგუდეს. გარდაცვლილი ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა.

მეზობლები ყვებიან, რომ ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა.

საქმის გამოძიების ფარგლებში მოკლულის ყოფილი მეუღლე დაიკითხა.

loading…


მსგავსი სიახლეები