მენიუ დახურვა

„პარტიზანული აქციის გამართვას ვფიქრობთ“ – 17 მაისს ისევ ორი საპირისპირო გამოსვლა იგეგმება

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთანავე ეს დღე 2014 წელს, პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, რის შემდეგაც ამ დღის აღსანიშნავად, ყოველ 17 მაისს ეწყობა მსვლელობა. წელსაც, საპატრიარქო მსვლელობის გამართვას აპირებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

წელს ლგბტ აქტივისტები რა კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ და აპირებენ თუ არა აქციისა და მსვლელობის მოწყობას, ამ საკითხთან დაკავშირებით, ” არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დამფუძნებელს ეკა წერეთელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მათი მხრიდან პარლამენტის წინ მსვლელობა აღარ მოეწყობა.

შარშან, როდესაც კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია გავაუქმეთ, მაშინაც ვთქვით, რომ თუ თემის წევრებს შეექმნებათ საფრთხე ან ასეთი ნაბიჯები საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევს, ვერ ვხედავ აზრს, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს.

წელს დემონსტრაციას ან პარლამენტის წინ დგომას არ ვაპირებთ, – მიგვაჩნია, რომ ამან უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობა. 2017 წელს მოვახერხეთ და მშვიდობიანად ჩავატარეთ ეს აქცია. ახლა უკვე უმჯობესია სხვა კუთხით დავიწყოთ მუშაობა – ცნობიერების ამაღლების კუთხით,” – აღნიშნა წერეთელმა.

17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს გამოეხმაურა ქართული იდეის” ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი, რომელმაც რეზონანსთან” საუბრისას თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ლგბტ აქტივისტები დემონსტრაციას მოაწყობენ, შესაბამისი რეაქცია ექნება.

რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ ჩვენ ლოკაციებზე ისე განვლაგდებით, რომ მათ საშუალებას არ მივცემთ ამ ყველაფერს აფიშირება მისცენ. სადაც უნდათ იქ გამართონ, ქალაქის ცენტრში ნუ მართავენ. არ მომწონს მათი ცხოვრების წესი, – ამ ცხოვრების წესს ვერ ავუკრძალავ, როგორც უნდათ ისე იცხოვრონ, – ოღონდ აფიშირების შემთხვევაში პროტესტს გამოვხატავ.

რას ზეიმობს ლგბტ თემი? ამორალური საქციელები არ უნდა იყოს აფიშირებული. მათ რაც უნდათ, ის სექტა შექმნან, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა, რომ მათი ცხოვრების წესი დაინერგოს,” – განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება ალტერნატივა საქართველოს” თავმჯდომარე კოტე მორგოშია რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ 17 მაისს, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, მსვლელობის მოწყობას აპირებენ. შემდეგ კი, მისი თქმით, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტს შეურთდებიან.

როგორც პოლიტიკური მოძრაობა 17 მაისს კანცელარიის წინ ჩვენ მოვაწყობთ აქციას. მერიასთან წერილი მიწერილი გვაქვს დაახლოებით ერთი თვეა. დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე კონკრეტული აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. საღამოს ექვს საათზე დააიწყება ჩვენი აქცია და გაგრძელდება იქამდე, სანამ საპატრიარქოს კონცერტი არ დაიწყება, რომელსაც შემდეგ შევუერთდებით.

ეს აქცია არავის საწინააღმდეგო არ არის. ჩვენ ვუერთდებით საპატრიარქოს ინიციატივას, რომ ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე და ვგმობთ იმ ლიბერალურ დიქტატს, რომელიც ხორციელდება. საზოგადოების ის ნაწილს, რომელიც ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რა ფასეულობებითაც დღემდე მოვდივართ, გვეძახიან რუსეთის აგენტებს და ჰომოფობებს. თუ უფლის სიყვარული ჰომოფობობაა, მაშინ გამოდის, რომ მე ჰომოფობი ვყოფილვარ.

ჩვენ ვატარებთ კანონის ფარგლებში კანცელარიასთან აქციას; არავისთან შეტაკებას, არანაირი გზის გადაკეტვას არ ვაპირებთ, – არავისთან კონფროტაციაში არ შევდივართ. თუ ვინმე მოგვივარდება, ლგბტ აქტივისტი იქნება, ჩოხოსანი თუ ბარბაროსი, თავს დავიცავთ,” – განაცხადა კოტე მორგოშიამ.

ეკა წერეთლის განცხადებით, თვითმიზანს უბრალოდ პარლამენტის წინა მსვლელობის მოწყობა არ წარმოადგენს, მიზანი განსხვავებულის მიღება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ამბობს, რომ 17 მაისისთვის დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიება, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო დეტალებზე არ საუბრობს.

ჩვენი თვითმმიზანი არ არის პარლამენტის წინ გამოსვლა და დემონსტრაციის მოწყობა, მთავარია შეიცვალოს დადებითისკენ საზოგადოების დამოკიდებულება, – მიმღებლური გახდეს ჩვენი საზოგადოება, განსხვავებულობის მიმართ პატივისცემა შეეძლოს და მრავალფეროვნება აღიქვას, როგორც სიმდიდრე და არა როგორც გამოწვევა ან საფრთხე.

პარტიზანულ აქციის გამართვას ვფიქრობთ, ოღონდ დეტალებს ვერ გეტყვით, – ამ შემთხვევაში პარტიზანული არ გამოვა. ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, ეკლესია, – ყველა ცდილობს 17 მაისი დაისაკუთროს, რომელიც საერთაშორისო დღეა არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ, თუმცა ყველა თავის დღესასწაულს აღნიშნავს, ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედავთ,” – განაცხადა ეკა წერეთელმა.

ფოტოზე: დაპირისპირება სასულიერო პირებსა და ლგბტ აქტივისტებს შორის. 2012 წლის 17 მაისი. რადიო თავისუფლების ფოტო.

loading…


მსგავსი სიახლეები