მენიუ დახურვა

ჯერ არ მინახავს არატრადიციული ორიენტაციის პირი, რომელიც სამსახურს ვერ შოულობს ნანა დევდარიანი

არის უამრავი რამ, რაც ჩვენთვის მიუღებელია, არც მე არ ვარ მომხრე, რომ განსხვავებულობის გამო ვინმე სცემო, მაგრამ მაიძულო, რომ ის ვაღიარო, როგორც სწორი, მართალი, მიუღებელია ასე გამოეხმაურა ნანა დევდარიანი ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებულ აქტივობას.

მისი თქმით, ისინი შთააგონებენ ადამიანებს, რომ მხოლოდ მათი პოზიციია სწორი და მხოლოდ სექსუალური უმცირესობები იჩაგრებიან ამ ქვეყანაში იმ ფონზე, როდესაც ტრადიციული ორიენტაციის ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ ან ადვილად ათავისუფლებენ.

უამრავი ჰეტეროსექსუალი ვიცი, რომლებიც ვერ შოულობენ სამსახურს, ან უპრობლემოდ ათავისუფლებენ, თუმცა მე არ მინახავს ჯერ არატრადიციული ორიენტაციის პირი, რომელიც ან სამსახურს ვერ შოულობს, ან ვინმემ დაითხოვოს ასე ადვილად განაცხადა ნანა დევდარიანმა.

წყარო: marshalpress.ge

Loading…


მსგავსი სიახლეები