მენიუ დახურვა

“ეს არის არაადეკვატური პროცესი…ქვეყანამ დაკარგა სახე” – გიორგი ვაშაძე ზუგდიდის მოვლენებზე

საძაბული ვითარება ზუგდიდში – გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ, ზუგდიდის საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენები შეაფასა და შექმნილ სიტუაციას არაადეკვატური პროცესი უწოდა.
‘მართლა აბსოლუტურად არაადეკვატური პროცესია,მოვედით განაცხადის ჩასაბარებლად, საკრებულოს წევრები რიგ-რიგობით გამორბიან შიგნიდან, რა უნდათ, ვერ გავიგე, რატომ ატეხეს ეს აჟიოტაჟი, ელემენტარული განაცხადის შეტანაზე. ეს არის არაადეკვატური პროცესი, რომელსაც ამომრჩეველმა უნდა გასცეს პასუხი. ქვეყანაში თითოეულ ქართულ გაღატაკებულ ოჯახში ეს არაადეკვატურობა, ყველა სამინისტროსა და დეპარტამენტში ასეთი სიტუაციაა ჩამოიშალა სისტემა და იმპულსებით მოქმედებენ, იმასაც არ დავარქმევ, რომ ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება , უკვე გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვთ დაკარგული და არიან მაბნებლობაზე გადასულები, ქვეყანამ დაკარგა სახე და ეს სახე უნდა აღვუდგინოთ არჩევნებში მძლავრი გაფრთხილებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს’ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: newpost

loading…


მსგავსი სიახლეები