მენიუ დახურვა

ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და მადლობას გეუბნებით ლადო კახაძის მიმართვა პედაგოგებს

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პედაგოგებს შეხვდa. მმართველი გუნდის კანდიდატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პედაგოგის უმნიშვნელოვანეს როლს და აღნიშნა, რომ პარლამენტში მას ექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები მასწავლებელთა მხარდასაჭერად.

„ჩვენი ქვეყანა დგას თქვენზე. ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია თქვენზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და მადლობას გეუბნებით, რომ ხართ საქართველოს სამსახურში. მე აუცილებლად ვიქნები თითოეული მასწავლებლის ხმა საქართველოს პარლამენტში. მე აუცილებლად ვიდგები თითოეული პედაგოგის გვერდით“, განაცხადა ლადო კახაძემ.

წყარო: marshalpress.ge

loading…


მსგავსი სიახლეები