მენიუ დახურვა

ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ – ვერტმფრენებს ვეღარ იყენებენ

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ტყის მასივი დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით, ორ სხვადასხვა ადგილზე იწვის.ცუდი ხილვადობის გამო დილამდე მუშაობა შეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, თუმცა ადგილზე ამ დრომდე მუშაობს 150-მდე მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით ჯერ-ჯერობით უცნობია რა მასშტაბზეა ცეცხლი გავრცელებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Loading…


მსგავსი სიახლეები