მენიუ დახურვა

კვლევა: ევროპაში ზღვებს საშიში ქიმიური ნივთიერებები აბინძურებენ

მძიმე მეტალებითა და საშიში ქიმიური ნივთიერებებით ევროპაში, ზღვები კვლავ ბინძურდება. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.     

ახალი კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად ამ მხრივ ბალტიისპირეთი დაზარალდა. ევროპის გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე შეფასებული ადგილის 96 პროცენტი საშიშ ზღვარს აღწევს, ანალოგიური პრობლემით შემდეგია შავი ზღვა 91%-ით, 87%- ხმელთაშუაზღვა. 

თუმცა კვლევის მიხედვით, ტერიტორიების უმეტეს ნაწილში ვითარება უმჯობესდებოდა, რასაც ზღვებში ტოქსიკური სუბსტანციების მოხვედრამ შეუშალა ხელი, მათ შორის პესტიციდები და მძიმე მეტალები არის, მაგალითად კადმიუმი. 

ევროპელი გარემოს დამცველები მასშტაბური კონტროლისა და მონიტორინგის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები