მენიუ დახურვა

მეცნიერებმა მთვარეზე კრატერის წარმოქმნის მიზეზი დაადგინეს

მთვარის კრატერი

ჩინური მარსმავალის Chang’e-4-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა მთვარეზე კრატერის წარმოქმნის მიზეზი დაადგინეს.

BBC-ის ცნობით, მთვარეზე განხორციელებული მისიის მონაწილეებმა მოიპოვეს მტკიცებულება, რომ პლანეტას მილიარდი წლის წინ ასტეროიდი დაეცა. 

ჩინეთის მარსმავალი მთვარეზე 2019 წლის 3 იანვარს დაეშვა. ეს არის პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მთვარის მეორე მხარეს რბილი დაშვება განახორციელა. შემდეგ მარსმავალი დაგორდა და მთვარის ზედაპირის დათვალიერება დაიწყო. 

აპარატმა დაადგინა, რომ კრატერის გარშემოწერილობა 180 კილომეტრია. მეცნიერების გათვლებით, ასტეროიდის გარშემოწერილობა რომელიც მთვარეს დაეცა 170 კილომეტრი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ მთვარეზე მოპოვებული მინერალური მასალა, მათ საშუალებას მისცემს დაადგინონ თუ რატომ ანათებს მთვარე და რა ევოლუციური პროცესები მიმდინარეობდა პლანეტაზე. 

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები