მენიუ დახურვა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები შეწყვეტილია, რადგან ორივე კერაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრე ქუჯაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„100-მდე მეხანძრე-მაშველი რჩება ტყის მასივში მონიტორინგისთვის. დილიდან ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა უკვე სალიკვიდაციო სამუშაოებს განაახლებენ.

ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო, რადგან ერთ კერაზე რელიეფის გამო გაუჭირდათ მანქანებს მიდგომა.

უკვე დაწყებულია გამოძიება და მოგვიანებით გვეცოდინება მიზეზი და ფართობი“, – თქვა ანდრე ქუჯაიძემ.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები