მენიუ დახურვა

ევროვიზია საქართველო-ს განმარტება ოთო ნემსაძის კლიპზე, რამაც მაყურებელი დააბნია

ევროვიზია საქართველოს წარმომადგენლობა ოთო ნემსაძის ვიდეოკლიპთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2019 წლის კონკურსის სლოგანია გაბედე ოცნება, ხოლო საიმიჯო ვიდეორგოლების გაბედე ცეკვა

 მასპინძელი ტელეკომპანია კანის გადაწყვეტილებით, პოსტქარდების თემად ცეკვა და გადასაღებ მოედნად ისრაელის  41 სხვადასხვა ადგილი შეირჩა/  ქართველი კონკურსანტის, ოთო ნემსაძის საიმიჯო ვიდეორგოლი გადაღებულია ისრაელში, ქალაქ აკოში.

პოსტქარდების თემატიკას, ჩაწერის ადგილსა და გადაღების პროცესს ორგანიზებას ევროპის მაუწყებელთა კავშირი და კონკურსის მასპინძელი ტელეკომპანია უწევს- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოკლიპი, რამაც მაყურებელი დააბნია, ვინაიდან საქართველოს წარმომადგენელი, საიმიჯი ვიდეორგოლში  ისრაელის ქალაქ აკრეს ხედებითა და ცეკვების თანხლებით წარდგა.

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები