მენიუ დახურვა

საბერძნეთში სასტიკად მოკლული ქალი ქუთაისელია და დედამ აქამდე არაფერი იცის

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ქუთაისელი 29 წლის ქალია. მისი გვარი და სახელი არ საჯაროვდება, რადგან დედამ ჯერ შვილის მკვლელობის შესახებ არ იცის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციამ დროებით საცხოვრებელში გაგუდული იპოვა. ქალს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. სამართალდამცველებმა ძარცვა სამართალდამცველებმა თავიდანვე გამორიცხეს.

ქალი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იყო გაუჩინარებული. გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი შვილი ყავს, რომლებიც ამ დროისთვის მამასთან იმყოფებიან. ბერძნული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მოკლულის ყოფილი მეუღლე უკვე დაკითხეს.

ის აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაფერი იცის. მეზობლების ცნობით, მათ გასულ კვირას გაიგეს, როგორ ჩხუბობდნენ სახლში ქალი და მამაკაცი, თუმცა მამაკაცის ვინაობა უცნობია.

loading…


მსგავსი სიახლეები