მენიუ დახურვა

საბერძნეთში სასტიკად მოკლული ქართველი ქალის ვინაობა გაირკვა (ფოტოები)

ქალაქ ათენის გარეუბანში, კალითეაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილს ნათესავები წინა დღიდან ეძებდნენ და როდესაც არ გამოჩნდა, დეიდა მის საცხოვრებელ ბინაში ხელოსნის დახმარებით შევიდა, სადაც ის გარდაცვლილი დახვდა.

საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალი წარმოშობით ქუთაისელი ქეთი სუთიძეა. როგორც “ამბებს” გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალი საბერძნეთში წლების წინ წავიდა.

“ქეთი ქუთაისიდან წლების წინ წავიდა. კლასელები ვიყავით. მე-9 საჯარო სკოლაში დავდიოდით. აღნიშნული ტრაგედიის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ და რაც ტელევიზიით გავრცელდა მეტი არაფერი ვიცით”, – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. ქეთი სუთიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლეა დაკავებული, თუმცა ამ თემაზე გოგონას ახლობლებს ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ. გარდაცვლილს ქუთაისში ექსპერტიზის შემდეგ ჩამოასვენებენ.

(ამბები)

loading…


მსგავსი სიახლეები