მენიუ დახურვა

სირცხვილია მეგობრებო,თავს გვჭრის ასეთი ხალხი თამარ ივერი

საოპერო მომღერალი თამარ ივერი საქართველოში მყოფი ლატვიელი სტუმრის შესახებ წერს.

გუშინ საქართველოს სტუმარმა ლატვიელმა გოგომ მითხრა,აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 250 ლარი(!!!) მომთხოვაო.საბედნიეროდ,უკვე გარკვეული ვიყავი მეგობრებისგან ფასებში და 40ლარი მივეციო.

ამაზე იმ არამზადა მძღოლს მისთვის ჩხუბი აუტეხიაეს ფული სახლამდე არ მეყოფაო.ამ გამჭრიახ გოგოს მიუგია.შედით ინტერნეტში და ნახეთ,იანდექს ტაქსი საერთოდ 20ლარს იღებს,როგორ არ გრცხვენიათო.ამ გოგომ მითხრა,250 კი არა ჩემს მეგობრებს 385 ლარს სძალავდნენო.

ამდენი მსოფლიოში არ ღირს ტაქსი და თქვენი მძღოლები რამ გადარიაო. ბოლობოლო, მთავრობამ იქნებ აუკრძალოს ამ თაღლითებს ეს ბიზნესი. ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ასე ლახავენ მის იმიჯს.

ეს ხალხი მერე სოც.ქსელებში წერს მათი გაბითურების შემთხვევებს და მერე ნელნელა აღმოვაჩენთ რომ ტურიზმის პროცენტული მაჩვენებელიმიუხედავად ჩვენი ხინკალ-ჩურჩხელებისამზეზე დადებული ნაყინივით ჩამოგვიდნება.

ადრე თავადაც შევესწარი და ვეჩხუბე თუ როგორ სძალავდა ბათუმში პლაჟის ზედამხედველი 5 ლარიან შეზლონგში ტურისტს 20 ლარს. სირცხვილია მეგობრებო,თავს გვჭრის ასეთი ხალხი.

ყველა ამ გოგოსავით საზრიანი ხომ ვერ იქნება? ეგ კი არა,ერთ ტურისტს 250$ მიუცია მძღოლისთვის შავ ზღვაზე ჩამიყვანეთო და იმას..თბილისის ზღვაზე აუყვანია.მადლობა ღმერთს მიხვდა ის კაცი რომ 30წუთში ვერ იქნებოდა შავ ზღვაზე. არამზადები!! იმედია, ტაქსების ამ ახალ რეგულაციებით უფრო გაიწმინდება სიტუაცია წერს თამარ ივერი.

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები