მენიუ დახურვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდა და 1:6, 0:6 დამარცხდა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა გამოცდილ ესპანელს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო. ეს ბასილაშვილისა და ნადალის მესამე ურთიერთშეხვედრა იყო, წინა ორი ასევე ესპანელის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილმა რომის ტურნირზე ასპარეზობა 1/32-ფინალიდან დაიწყო და ჯერ მსოფლიოს 37-ე ჩოგანი, უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი, 1/16-ფინალში კი 32-ე ჩოგანი, სერბი ლასლო ჯერე დაამარცხა.

რაც შეეხება ნადალს, რომის მასტერსზე მისი მომდევნო მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება.

 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები