მენიუ დახურვა

დაბალკალორიული „შაურმა“ – მზადდება 10 წუთში

ეს სწრაფი საუზმე ლავაშით კეთდება და, ერთგვარად, შაურმას ჰგავს, მაგრამ ის ბევრად მსუბუქია შემადგენლობის მხრივ და ნაკლებკალორიულიცაა.

ინგრედიენტები:

ლავაში – 1 ცალი

მაგარი ყველი – 100 გრ

პამიდორი – 3 ცალი

კვერცხი – 1 ცალი

ოხრახუში – 1 კონა

კამა – 1 კონა

მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე, მწვანილი წვრილად დაჭერით, პამიდორი – მრგვლად.

2. ლავაშს წყალი შეასხურეთ, გახურებისას რომ არ გაიხეს. დადეთ ლავაში ტაფაზე, დააყარეთ ყველი, გარშემო დააწყვეთ პამიდორი, შუაგულში ჩაახალეთ კვერცხი.

3. დააყარეთ მწვანილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გადმოუკეცეთ ლავაშს კიდეები.

4. დააფარეთ ტაფას თავსახური და დატოვეთ ცეცხლზე 5 წუთით. შემდეგ გადმოაბრუნეთ და კიდევ 3 წუთი გააჩერეთ ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით! 

Loading...

მსგავსი სიახლეები