მენიუ დახურვა

“წმინდა ნინოს გზას კი გაივლიან, მაგრამ მის ცხოვრებას არ გაიხსენებენ… ის ზრუნავდა გლახაკებზე, ხელს უმართავდა მათ”

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

წმინდა ნინოს გზას კი გაივლიან, მაგრამ მის ცხოვრებას არ გაიხსენებენ.

წმინდა ნინო ბავშობიდანვე ღარიბებისა და გაჭირვებულების გვერდით იზრდებოდა. დედასთან ერთად ზრუნავდა გლახაკებზე, ხელს უმართავდა მათ.

წმინდა ნინო თავი რწმენის გამო მრავალგზის დევნილი ადამიანი იყო. იგი იდევნებოდა აღმოსავლეთ რომშიც, მას დევნიდა სომეხთა სასტიკი მეფე თრდატიც …

წმინდა ნინო ცხოვრობდა კარავში, ცხოვრობდა ბაგინში, ცხოვრობდა და ლოცულობდა უბრალო ადამიანებთან ერთად.

მეფე-დედოფლის მოქცევის შემდეგ მირიანმა შეიარაღებული ხალხი გააყოლა მთის გასაქრისტიანებლად, ნინოს არ სწამდა მახვილით გავრცელებული სარწმუნოების და მთიდან წამოსული მხოლოდ ჯვრით ხელში დაადგა კახეთის გზას.

გლახაკთა, დევნილთა, სისასტიკეს გადარჩენილთა და უიარაღოდ საკუთარი რწმენისთვის მებრძოლთა მფარველი ყოფილიყოს ნინო

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები