მენიუ დახურვა

როენა ხუცურაულმა მოსამართლეს სასტუმრო მამიდას გასაღების გადაცემა სთხოვა და მიიღო კიდეც

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში როენა ხუცურაულის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატების შესავალი სიტყვის შემდეგ, როენა ხუცურაულმა და მასთან ერთად დაკავებულმა ორმა ქალბატონმა დუმილის უფლება გამოიყენა.

ხუცურაულს ოთხი ადვოკატი იცავს. მის ქონებას დაკავების შემდეგ ყადაღა დაედო. მათ შორის საცხოვრებელ სახლს, ავტომობილსა და სასტუმროს. სასამართლოს დასრულების შემდეგ, როენა ხუცურაულმა სიტყვა ითხოვა. მან მოსამართლეს და პროკურორს თხოვნით მიმართა – მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო მამიდას გასაღების გადაცემის თაობაზე.

გთხოვთ მომცეთ უფლება გადმომეცეს სასტუმროს გასაღები, რათა დავათვალიერო ადგილი. რამდენიმე დღის წინ სეტყვამ, სავარაუდოდ, დააზიანა ტერიტორია. გარდა ამისა, ადრე რამდენჯერმე გაგვქურდეს და იგივე რომ არ მოხდეს, გთხოვთ დამრთოთ ნება, მივაქციო ყურადღება სასტუმროს, – განაცხადა ხუცურაულმა.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა და პროკურორმა, ბრალდებულის მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

როგორ გაგრძელდება სასამართლო დავა, ცნობილი 2 ივლისს გახდება.

Loading...

მსგავსი სიახლეები