მენიუ დახურვა

მინდა ყველას მოგილოცოთ, ეს არის თბილისის მერის და მისი გუნდის დამსახურება პრეზიდენტის სიტყვა ორბელიანის მოედანზე

თბილისში, განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა, რომელსაც პრემიერ მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თბილისის მერს მადლობა გადაუხადა.

მინდა ყველას მოგილოცოთ, პირველ რიგში თბილისის მერს, იმიტომ, რომ ეს არის მისი და მისი გუნდის  დამსახურება. ჩვენ ხშირად ვიცით წუწუნი, ბევრი რამ არ მოგვწონს, ბევრი რამ არ არის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით რომ ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ისეთი არის როგორც ვისურვებდით და დღეს არის ასეთი დღე, როდესაც ის, რაც გაკეთდა, არის ზუსტად ისეთი,  როგორ თბილისსაც ჩვენ ოცნებებსა თუ იმედებში დავინახავდით.

ყოველდღიურად ვუყურებდი აქ რა ხდებოდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში და ვინმე თუ იკითხავს დღეს, თუ რატომ გადმოვედი, მიდით და ნახეთ როგორია ეს უბანი და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი. ეს არის მართლაც თბილისელების უბანი, ცენტრი და მე გავიტან კი არა ამბავს ამ თბილისის შესახებ, თვითონ გაიტანს თბილისი თავის ამბავს. ეს არის ულამაზესი. ასევე, ძალიან ბედნიერი ვარ აქ მომუშავე მეყვავილეების გამო, რომლებიც წუხდნენ, ეშინოდათ, რა მოგვივა, როგორ იქნება, იყო ბევრი ეჭვი, რომ ვაიმე, გაგვაგდებენო. ულამაზესი ადგილი არის მოწყობილი მათთვის და ამით, ეს უბანი იქნება ძალიან ლამაზი თავისი ყვავილებით მორთული განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: marshalpress.ge
Loading...

მსგავსი სიახლეები