მენიუ დახურვა

კვირის ყველაზე ანტისექსუალური დღე დადგენილია

…და აღმოჩნდა, რომ უმეტესობისთვის ეს დღე ერთი და იგივეა.

არავინ დაობს, რომ სექსუალური ჩვევები თუ მოთხოვნები ყველას განსხვავებული გვაქვს. ზოგი დამოკიდებულია ტემპერამენტზე, ასაკზე და იმაზეც, დაგთანხმდებათ თუ არა რომელიმე კეთილი ადამიანი, თქვენი სიამოვნებისთვის თქვენს შვილებთან რამდენიმე საათით დარჩეს. მაგრამ, როგორც ახალი კვლევა გვიჩვენებს, რაღაც საკითხებში ადამიანების სექსუალური ქცევები ემთხვევა. აი, მაგალითად, კვირის რომელი დღე მიიჩნევა ყველაზე არასექსუალურად.

ონლაინ მაღაზიამ გამოაქვეყნა სამი მილიონი პროდუქტის ანალიზი, რომელიც მომხმარებლებმა გასულ წელს შეუკვეთეს. მკვლევარებმა ამ ანალიზის მიხედვით დაადგინეს, რომელ ნივთსა თუ პროდუქტს უკვეთდნენ მომხმარებლები თვისა თუ კვირის დღეების მიხედვით ყველაზე ხშირად. პროდუქტების ჩამონათვალში აღმოჩნდა ისეთი საჭირო ნივთი, როგორიცაა პრეზერვატივი და აი, რა გაირკვა:

ყველაზე დიდი ბუმი პრეზერვატივზე უქმე დღეებშია, რაც გასაგებიცაა: სწორედ შაბათ-კვირას მივდივართ კლუბში, რესტორანში გაფრთიანებული იმედებით, ახალ ნაცნობობაზე ოცნებებით, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის (ნუ, თუ ცხოვრებას არა, თუნდაც ღამეს). სხვათა შორის, ოჯახური წყვილებიც ცდილობენ, შაბათ-კვირას განმარტოვდნენ, როდესაც შვილებთან დასარჩენად ბებიებს უხმობენ.

აი, ყველაზე არაპოპულარული დღე პრეზერვატივის შესაძენად (და, როგორც ჩანს, გამოსაყენებლად) ორშაბათია. დიახ, სწორედ ის ორშაბათი, რომელიც ისედაც დიდად არ გვიყვარს და რომელსაც მძიმედ მოვიხსენიებთ. ამიტომ, მეგობრებო, თუკი ორშაბათს იგრძნობთ, რომ ლიბიდო დივანის ქვეშ შეგიგორდათ და პარტნიორთან პორნოფილმის ყურებაც კი არ გიმაღლებთ განწყობას, არ ინერვიულოთ: დღეს ორშაბათია და თქვენ მარტო არ ხართ! 

 

Loading...

მსგავსი სიახლეები