მენიუ დახურვა

მართლა კარგი რა! ბონდო მძინარაშვილის პასუხი თაკო ჩარკვიანს

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, პარტია კანონი და სამართალი-ს დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანის მიერ, პარტია ერთიანი საქართველო-ს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის შესახებ გამოთქმულ შეფასებას ეხმიანება.

მართლა კარგი რა! ერთ დროს განუყრელი მეგობრები იყვნენ ჯანსუღ ჩარკვიანი და ანზორ ბურჯანაძე, ახლა გახდა პაზორი?! პოლიტიკის თუ პირადი წყენის გამო ყველაფერს ხაზი ხომ არ უნდა გადაუსვა ადამიანმა?!

მე ბევრჯერ გამიკრიტიკებია ნინო ბურჯანაძე და ამის შესახებ თვითონაც აღნიშნა ჩემთან გადაცემაში სტუმრობის დროს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ნინო ბურჯანაძეა პოლიტიკანკა და თაკო ჩარკვიანია პოლიტიკოსი?!

ან პაზოროვნა რა მიმართვაა, დიდი ხანია ბიძია ანზორი დაგავიწყდა?! ბოლოს და ბოლოს, ხალხი კითხულობს, მხოლოდ მე ხომ არ ვესწრებოდი 2001 წელს ჯანსუღის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ წვეულებას რესტორანში, რომელსაც ანზორ ბურჯანაძე მასპინძლობდა და ჯანსუღის ოჯახი სრულად იყო წარმოდგენილი?!სირცხვილია, ხალხო, სირცხვილი!- წერს ბონდო მძინარაშვილი.

ამ თემაზე:

წყარო: marshalpress.ge

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები