მენიუ დახურვა

ზურაბიშვილი: ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ რამადანს

სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში

საქართველოს პრეზიდენტი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა, ეს დღესასწაული მუსლიმებს პირადად მიულოცოს.

“მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მისალოცად. მიმაჩნია, ჩემი მოვალეობაა, რომ აქ მოვიდე და ჩვენ მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევა არის, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამადან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები