მენიუ დახურვა

ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მიხეილ კალანდიას დაკავებაზე

ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც სარალიძე აცხადებს, მიხეილ კალანდიას დაკავებას ელოდა. ის მადლობას უხდის ყველას, ვინც მასთან ერთად იბრძოდა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემთან ერთდა იბრძოდა ამ სამართლის მიღწევაში. ფაქტიურად ჩავთვალოთ, რომ  სამართალი აღდგეენილია მაგრამ წინ არის სასამართლოპროცესი და ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა მის გაპრავებას.მიხეილ კალანდიას დაკავების მოლოდინი ყოველთვის მქონდა, რა დროსაც ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ კალანდია იყო მონაწილე ჩემი შვილის მკვლელობაში  ერთ-ერთი დამნაშავე, არ შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ კალანდია აუცილებლად მიეცემოდა პასუხისმგებლობაში.  ეს იყო საჭირო იმისთვისს, რომ მსგავსი პრეცედენტები არ გამეორდეს.
ბოლომდე მივყვები ამ გამოძიებას, სანამ ყველა დეტალი არ იქნება გარკვეული, ეს ბრძოლა არ არის ჩემი გარდაცვლილი შვილისთვის, ეს ბრძოლა არის ჩვენი ქართველი შვილებისთვის, რომ მათ შუღლი არ ჰქონდეთ გულში. 

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები