მენიუ დახურვა

კირკიტაძე წიხლებს არ დაგვამადლის სააკაშვილი კი სიკვდილის ციხეს სიცოცხლეში ჯოჯოხეთი გამოგვატარეს ამ ხალხმა

სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი ლუკა კურტანიძე, სოციალური ქსელიდან, დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ეხმიანება

ღმერთმა იცის არავის ციხეში ყოფნა და დასჯა არ მინდა. ამიტომაც წინა სტატუსით გავატარე კირკიტაძის პატიება მაგრამ ეს ხალხი კირკიტაძები სააკაშვილები უგულავები და მსგავსნი მიწაზე რომ გვასწორებდნენ რკინის ალმატურებით, გვიჩეხავდნენ ,სიცოცხლეს გვართმევდნენ, ყველას განურჩევლად წარსულისა,, დაგვცინოდნენ და დღეს კიდევ როცა საშუალება ეძლევათ წიხლსაც გვთავაზობენ ,რომ არაფერი ვთქვათ გაუგონარ ლანძღვა გინებაზე და ყოველდღიურ ცილისწამებაზე ამათვის ყველაფერი მოსულა???!.

ჩვენ კი სიცოცხლეში ჯოჯოხეთი გამოგვატარეს ამ ხალხმა და ჩვენი ღირსება ვინ? როდის? და როგორ უნდა დავიცვათ?! მეგობრებო დაიჯერეთ რომ ამ ტურების ხროვას როცა საშუალება მიეცემა აი კირკიტაძე წიხლებს არ დაგვამადლის, სააკაშვილი კი სიკვდილის ციხეს და ასე შემდეგ. კი ბატონო მოვითმინოთ ვაპატიოთ მიუტევოთ მაგრამ მაინც მეფიქრება ერთი მთავარი. ჩვენთვის არაფერი მოსულა! ეს კარგად ვიცი!!! წერს კურტანიძე

წყარო: marshalpress.ge
Loading...

მსგავსი სიახლეები