მენიუ დახურვა

კანადელმა ქალმა, მამის საფლავს, რომელსაც 65 წელი ეძებდა, გორში მიაგნო

ამბავი 1951 წელს დაიწყო, როცა რუსეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის ჯგუფი საქართველოში გასტროლებზე ჩამოვიდა. ერთ-ერთი მსახიობი, სერგეი შაბანოვი მოულოდნელად სცენაზე გარდაცვლილა.

დღემდე გაურკვეველი მიზეზით, მსახიობი მოსკოვში არ გადაასვენეს. შაბანოვს 3 წლის ქალიშვილი დარჩა. რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ მამის საფლავის ძებნა დაიწყო. ის საქართველოში 1980 წელს ჩამოსულა. თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

უკვე კანადაში გადასახლებულმა ქალიშვილმა მამის საფლავის ძებნა 2018 წელსაც განაგრძო. ნატალია შაბანოვმა საფლავის ძებნაში დახმარება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასაფლაოს თნამშრომლებს სთხოვა. გაირკვა, რომ მსახიობი სერგეი შაბანოვი გორში, კვერნაქის გორაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზეა დასაფლავებული.

ქალიშვილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მამის საფლავი ნახა.

ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამაში დამეხმარნენ. ყოველთვის ძალიან უყვარდა ჩემს ოჯახს საქართველო და ქართველი ხალხი. ეს გულისხმიერება გამოჩნდა. ყველა ადამიანს თავისი ბედი აქვს, მამაჩემის ეს ყოფილა, – ამბობს ნატალია შაბანოვი.

Loading...

მსგავსი სიახლეები