მენიუ დახურვა

როგორ მოვიქცე? მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, მის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას“ ხელოვნური ბარიერები ჯერ კიდევ ექმნება რეგისტრაციის მხრივ და შესაძლოა, მისმა პარტიამ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ამიტომ სააკაშვილმა დახმარებისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს მიმართა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ვიტალი კლიჩკოს პიროვნებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ღირსეული ადამიანი და მისი ძველი მეგობარია.

„თუ წავალთ „უდარში“, ამ შემთხვევაში ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად. პირველ რიგში იქ ბევრი ადამიანია, რომლებიც ბოლო მომენტამდე პოროშენკოსთან იყვნენ. ამიტომ, მე მგონია, რომ თუ ერთად წავალთ, ამ ადამიანებისგან უნდა გავთავისულდეთ, რომლებიც ბოლო წუთამდე პოროშენკოს ლოიალურად ემსახურებოდნენ. იქ ასევე არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კორუფციასთან და მათგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და უფრო მეტიც, მივაღწიოთ მათ ციხეში გაშვებას. ესეც გარკვეული წინაპირობაა განახლებისა და ახალი გაერთიანების“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება მეორე გზას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გზის არჩევის შემთხვევაში დიდი ალბათობით „ახალი ძალების მოძრაობა“ არჩევნების მიღმა აღმოჩნდება.

„არის კიდევ მეორე ვარიანტი. თუ ამ წინადადებას არ ვიღებთ და ამ არჩევნებზე არ მივდივართ, მაშინ ჩემი გუნდი, „ახალი ძალების მოძრაობა“, შეიძლება ყველა არჩევნების მიღმა აღმოჩნდეს. ესეც არჩევანია, მაგრამ მე მესმის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ახლა დახმარება სჭირდება, მათ შორის პარლამენტში, ასევე ახალი კადრებით. იმისთვის, რომ დავეხმაროთ, აუცილებელია მხოლოდ პასიური დამკვირვებლები არ ვიყოთ, არამედ მონაწილეობა უნდა მივიღოთ პროცესში“, განაცხადა სააკაშვილმა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

Нам потрібно негайно вирішити, що робити далі!

У відповідь на моє вчорашнє звернення до партій Віталій Кличко простягнув нам руку допомоги і зробив гідну пропозицію. Але я все буду робити виключно відкрито, і тільки дізнавшись вашу думку.Нам потрібно або йти з Ударом за умови повного реформування, або прийняти рішення «не йти», ризикуючи залишитися поза виборами.Давайте оперативно вирішувати!—В ответ на мое вчерашнее обращение к партиям Виталий Кличко протянул нам руку помощи и сделал достойное предложение. Но я все буду делать исключительно открыто, и только узнав ваше мнение.Нам нужно или идти с Ударом при условии полного реформирования, или принять решение «не идти», рискуя остаться вне выборов.Давайте оперативно решать!https://youtu.be/oK1U0OeGwzE

Posted by Mikheil Saakashvili on Wednesday, June 5, 2019

წყარო: marshalpress.ge

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები