მენიუ დახურვა

„შვილმა მითხრა, გვარის შეცვლა მინდა, არ მინდა ბოროტი ქალის შვილი ვიყოო- ნანა კოსტავა დუმილს არღვევს

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა, მედიასთან რამდენიმედღიან დუმილს არღვევს.

იგი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც ქართულ ოცნებას ბოდიშს უხდის.

კოსტავას თქმით, დაუფიქრებელი ფეისბუქ პოსტის გამო, ოჯახმა დიდი დარტყმა მიიღო.

ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას.მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულში და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი. ოჯახმა დიდი ბულინგი მიიღო, ჩემმა 11 წლის ბავშვმა მითხრა – დედიკო გვარი რომ შევიცვალო არ შეიძლება, არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო , – განაცხადა ნანა კოსტავამ პრაიმტაიმთან საუბრისას.

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები