მენიუ დახურვა

16 წლის ლაგოდეხელი გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის კაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ლაგოდეხში 16 წლის გოგო ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში, მის მეზობლად მცხოვრებმა და ოჯახის ნათესავმა, 40 წლის კაცმა გააუპატიურა. გოგო სკოლაში გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა რომ ის ორსულად იყო.

ლაგოდეხის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი. ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი. არც მუცელი მეტყობოდა. როცა მკითხეს, ვისგან ვიყავი ორსულად, მშობლებსაც ვუთხარი და პოლიციასაც, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ, – უთხრა გოგომ “რეგინფოს”.

თავად კაცი, რომელსაც გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ გოგოსთან სექსუალური კავშირი არ ჰქონია და არ იცის, გაუპატიურებას მას რატომ აბრალებს.

გოგოს და მისი ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული კაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.

Loading...

მსგავსი სიახლეები