მენიუ დახურვა

იმერეთში კაცმა ქალს ქუჩაში სექსუალური ტიპის ურთიერთობა შესთავაზა და 300-ლარიანი ჯარიმა მიიღო

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი კანონის ამოქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური შევიწროების საქმეზე სამართალდამრღვევი გამოავლინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის განცხადებით ვ.მ.-მ ქალს, სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა, რაც დაზარალებულისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახველი იყო.

2019 წლის 3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დაზარალებულმა მიმართა, რომელიც მიუთითებდა უცნობი მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ. მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა 1986 წელს დაბადებული მ.ს.-ს მიმართ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის განცხადებით ვ.მ.-მ ქალს, სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა, რაც დაზარალებულისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახველი იყო.

უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ვ.მ. ცნო სამართალდამრღვევად სექსუალურ შევიწროებაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ვ.მ.-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის მიმართვა მოხდა სექსუალური შევიწროების ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას”

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები