მენიუ დახურვა

რომ არ დავწერო არ შემიძლია ინგა ბერიკაშვილი

იურისტი ინგა ბერიკაშვილი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს.

რომ არ დავწერო არ შემიძლია!  90-იან  წლებში ვართ გაზრდილი ჩვენი თაობა, ყოველთვის იყო მოზარდებს თუ მოზრდილებს შორის ჩხუბი, მაგრამ რაც ამ ბოლო წლებში ხდება ასეთი სისასტიკე არ მახსოვს! 

ბევრს უკვირს ჩემი მკაცრი პოზიცია ხორავას ქუჩის საქმეზე!  რომელ არასრულწლოვნის უფლებებსზე მელაპარაკებით, წამში ორ თანატოლს სასტიკად სიცოცხლე, რომ მოუსწრაფა? 

ეს არ აკმარეს და მერე გარდაცვლილზე იმდენი სიბინძურე ითქვა რომ გინდა მოძალადე ყოფილიყო ადამიანზე ასე სასტიკად იარების მიყენება თან სასიკვდილო მოსულა? 

რა ქუჩის ბიჭები, რა ქუჩის გარჩევა ეს ქუჩის ცხოვრებასთან ახლოს ვერასოდეს ვერ მივა, წარმოდგენა არ გაქვთ ქუჩური ცხოვრების პრინციპებზე იქ მკვლელობა იგმობა და ეს ქუჩური და ძველბიჭური კი არა, სუფთა პოლიციური, ზონდერული და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მანიაკალური ქცევების შედეგია! 

მათი შვილები კაცად ვერ გაიზრდებოდნენ, არაკაცების და ზონდერების შვილები მამის საქციელით ამაყობენ და მათ გზას მიყვებიან!  სწორედაც, რომ მათი მამების მიერ იყვნენ გაზულუქებული, ბევრი თანატოლის დაჭრა შერჩათ მარტო იმიტომ, რომ ისინი გადარჩნენ! 

დათუნა სარალიძე და ჩვენი ლევანიკო რომელსაც ხმაც კი არ ამოაღებინეს ისე დააკლეს დათუნას ზედ, მხოლოდ და მხოლოდ ამ გაზულუქებული თავში ავარდნილი ხეპრეებოსგან დაჩაგრულებს იცავდნენ! 

აქვე ვიტყვი, რომ ვიცი გამოძიება გრძელდება და სავარაუდოდ კიდევ მიეცემიან პასუხისგებაში, მაგრამ სკოლის მასწავლებელი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა ხდება წლების მანძილზე მის სკოლაში მაგრამ ძვირფასი საჩუქრების სანაცვლოდ ხმას არ იღებს ისევ რჩება დირექტორის თანამდებობაზე! 

ან შვილი არ ჰყავს, ან ძმისშვილი ნუთუ ერთი წამით არ შეუტოკდა ეს გაყინული ნამუსი, რომ პასუხისმგებლობა აეღო თავზე და გადამდგარიყო? მე არ ვიცი ვინაა დორექტორი, მაგრამ ჩემთვის ის ადამიანი აღარაა ამ საქციელის მერე! 

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, იმ ხალხს ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ვანდალიზმს! შვილები არ გყავთ? როგორ დაუშვით ეს?  ძალიან ბევრჯერ ღამის 3 ზე, 4 ზე გამომიღვიძია ხმაურზე და ქუჩაში გავსულვარ და გამიშველებია არასრულწლოვნები, მიზეზი ყველგან ბანალურია მაგრამ მოსაკლავად მაინც იმეტებენ და იცით რატომ? 

დედა დედას აღარ ჰგავს და მამა მამას! ვინ უნდა ასწავლოს ვაჟს კაცობა როცა მამა ჰყავს უპასუხისმგებლო და არაკაცი? ბევრი მათგანო ცოლის კალთას ამოფარებული ალფონსია და სულ არ ადარდებს შვილი სად დადის შუაღამეს! 

შვილებს მიხედეთ და მატერიალურ კეთილდღეობაზე მერე იფიქრეთ, მარტო ბრენდი, სწავლა და კვება არაა შვილის აღზრდა!  ასწავლეთ მათ ადამიანობა! 

ყველა სახელმწიფოსკენ იშვერს ხელს! 

სახელმწიფომ რა ქნას ისევ სისხლიანი რეჟიმი დააბრუნოს, როცა ქუჩაში გასვლის ეშინოდათ? და ეს იმიტომ რომ შვილებს ვერ ზრდით?  დედა ერთ კლუბში გულაობს მამა მეორეში და შვილი სულ არ აინტერესებთ რას აკეთებს, რა აწუხებს! 

მკვლელებად არ იბადებიან, ამას სამოქალაქო საზოგადოება და ოჯახი აყალიბებს! ამიტომ სანამ სხვისკენ გაიშვერთ ხელს ჯერ საკუთარი ოჯახიდან დაიწყეთ!  ყველამ უნდა აგოს პასუხი ხორავას საქმეზე, დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს, რომ სხვა მოზარდმა თავშიც კი არ გაივლოს მსგავსი სისასტიკით თანატოლის მოკვლა, რომელიც არანაირ კაცობაში არ ჯდება და სიმხდალის ყველაზე დიდი მაჩვენებელია, ამის დასტური მკვლელების მიმალვაა, იმისი გამბედაობაც არ ჰყოფნით რომ გამოცხადდნენ და აგონ პასუხი!  არაფრისთვის, უბრალოდ ისე მათ სურდათ ასე ორი ანგელოზი წამში სიცოცხლეს გამოასალმეს. უფალმა აცხონოს დათუნას და ჩვენი ლევანიკოს ლამაზი სული. წერს ინგა ბერიკაშვილი.

წყარო: marshalpress.ge
Loading...

მსგავსი სიახლეები