მენიუ დახურვა

გული მტკივა, ამის იქით რამ უნდა გამაოცოს კიდევ?.. ყველაფერს წარმოვიდგენდი, გარდა იმისა, რაც მან გააკეთა ია მეტრეველი

შალვა შავგულიძე ამ წუთას „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და მათ შეხედულებებს იმეორებს. სამწუხაროდ, ამ მხარესაა ის“, – ასე გამოეხმაურა 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი შალვა შავგულიძის მიერ „გირგვლიანის საქმესა“ და „ხორავას ქუჩის საქმეებს“ შორის პარალელის გავლებას.

მისი თქმით, გირგვლიანისა და სარალიძის საქმეების შედარება მორალურად გაუმართლებელია.

„არანაირი შედარება არ შეიძლება. ეს არის უდიდესი ტრაგედია. ერთი სკოლის ორი მოზარდი ჩავაწვინეთ მიწაში და ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ხდებოდეს, მაგრამ გირგვლიანის, ბუტასა და ზურას საქმეები არაფრით არ შეიძლება შევადაროთ. აქ სახელმწიფოს არ მოუკლავს ეს ბავშვები, აქ ქუჩის გარჩევაში მოკლეს ისინი ბავშვებმა, რომლებიც მართლაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მე ამას ვაბრალებ წინა პერიოდს, როდესაც ძალადობის მეტი ბავშვებს არაფერი ესმოდათ არც ტელევიზიიდან და არც არსაიდან. შედარება აბსოლუტურად არ შეიძლება, ეს სულ სხვა საქმეა და ის სულ სხვა საქმე იყო. იქ პირდაპირ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ჩარეული. როგორ შეიძლება ამის შედარება?! იმ დღიდან რაც გახმაურდა, ეს საქმე მიდის ძიება, ჯერ არ დასრულებულა და დაიჭირეს ბავშვებიც და პირები, ვინც არიან ბრალდებულნი. მხოლოდ დაფარვის გამო დაიჭირეს კიდევ ხალხი და ვენდობი ამ გამოძიებას და ველოდები, რომ ყველა არსებულ კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.

მისი თქმით, შალვა შავგულიძე დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და მათ შეხედულებებსა და მოსაზრებებს იმეორებს.

„შალვა შავგულიძემ თავისი ქმედებით ბოლოს რა ნაბიჯებიც გადადგა, ამის იქით რამ უნდა გამაოცოს კიდევ, არ ვიცი. ძალიან გული მტკივა, იმიტომ რომ მე მქონდა შეხება ამ პიროვნებასთან და ნამდვილად ყველაფერს წარმოვიდგენდი, გარდა იმისა, რაც შავგულიძემ გააკეთა. ის ამ წუთას „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და იმეორებს მათ მოსაზრებებს, შეხედულებებს. სამწუხაროდ, ამ მხარესაა ის. ამიტომ მისი გამონათქვამები და შეფასებები ჩემთვის აღარ არის საინტერესო“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმე და გირგვლიანის საქმე იდენტურია.

„ეს საქმე ძალიან ჰგავს და მე პირდაპირ პარალელს ვხედავ გირგვლიანის საქმესთან. იქაც ასე იყო. გამოძიება არ იძიებდა სათანადოდ და იმავდროულად ამას ხელს უწყობდა და ზურგს უმაგრებდა ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება. ამ მანკიერების გამეორება ვნახეთ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

წყარო: marshalpress.ge

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები