მენიუ დახურვა

3 ზოდიაქო, რომელიც ვერასდროს იქნება იდეალური ცოლი – შენ ხარ სიაში?

3 ზოდიაქო, რომელიც ვერასდროს იქნება იდეალური ცოლი - შენ ხარ სიაში?

ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში, ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა, ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას- ‘ეზოთერიკას’. ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.

ყველა ქალი განსხვავებული და უნიკალურია საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით. ვიღაცას უნდა, რომ ჰქონდეს დიდი და მეგობრული ოჯახი, ვიღაცას – წინსვლა კარიერაში, ვიღაცას – თავისუფლება და გართობა და ა.შ. მაგრამ ასტროლოგები გვიმტკიცებენ, რომ ზოდიაქოს 12 ნიშანს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებიც წარმოუდგენელია ოჯახში იდეალური ცოლის ამპლუაში.




3 ზოდიაქო, რომელიც ვერასდროს იქნება იდეალური ცოლი



1. მორიელი. დიახ, მორიელი მოცემულ სიაში პირველ ადგილზეა, რომელიც არაჩვეულებრივი დიასახლისია – მას ყოველთვის დალაგებული აქვს სახლი, წესრიგში ყველა ნივთი და მზარეულობაც ეხერხება, თუმცა მორიელი ყოველთვის დომინირებს მის მეუღლეზე და სურს ყველაფერი იყოს ისე, როგორც მას სურს. მორიელი ქალი ცხოვრებაში ყოველთვის უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი პარტნიორი მამაკაცი და უფრო მეტ წარმატებას აღწევს კარიერის საფეხურზე, ვიდრე მისი მეუღლე, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს, იყოს ოჯახში დომინანტი. ამიტომ, მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი.



2. თევზები. საწყის ეტაპზე ქალი თევზები წარმოაჩენენ თავს, როგორც ყველაზე რომანტიკული და ნაზი არსებები, რომლისთვისაც მისი პარტნიორი ნამდვილი რაინდია, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აჩენენ ნამდვილ ‘მეს’. შეპასუხება, მკაცრი ტონი, პრეტენზიები, შეტევაზე გადასვლა- მათი გამოუსწორებელი თვისებებია, რაც აქცევს არაიდეალურ მეუღლედ.




3. ლომი. ქალი ლომი, უბრალოდ საზოგადოების სული და გულია, მას კარგად ეხერხება შთაბეჭდილების მოხდენა, ინტერესის გაღვივება, გარშემომყოფთა მოხიბვლა, თუმცა დიასახლისობა, არა! მათ არ უყვართ ოჯახური საქმეები და თუ აკეთებენ, მხოლოდ ვალდებულებების მოხდის გამო, ან ცდილობენ დაიქირაონ ვინმე, ვინც მათ საქმეს შეასრულებს. ვერც ფინანსებს განაგებენ კარგად. ამიტომ, ლომთან ცხოვრება გარკვეულწილად რთულია.


Loading...

მსგავსი სიახლეები