მენიუ დახურვა

სკოლიდან ექსკურსიაზე წასული 2 ბათუმელი მოსწავლე ანტალიის აეროპორტში დარჩა

თურქეთში ექსკურსიაზე წასული დამამთავრებელი კლასის ორი ბათუმელი მოსწავლე ანტალიის აეროპორტში დარჩა. მათ წინასწარ, ინტერნეტით დაჯავშნილი ბილეთებით სარგებლობა ვერ შეძლეს. შემთხვევა 30 მაისს მოხდა კლასის დამრიგებელი, ორი მშობელი და სხვა კურსდამთავრებულები იმ ღამით ტრაბზონისკენ გამოფრინდნენ, აეროპორტში კი დიანა კობალაძე და გუგა ხიმშიაშვილი დარჩნენ.

პრობლემა შეიქმნა გამოფრენის დროს, როცა რეგისტრაცია უნდა გაგვევლო. პეგასუსის ოპერატორმა თქვა, რომ კომპიუტერმა გაჭედა და სხვა სექციაში უნდა გადავსულიყავით. მერე ისევ უკან გამოვბრუნდით ყველა ავიდა თვითმფრინავში, მე და ჩემი მეგობარი დავრჩით. გვითხრეს, რომ ჩვენ ვერ აგვიშვებდნენ.

მასწავლებელიც ასული იყო უკვე თვითმფრინავში. ბათუმში რომ დავბრუნდით, დაგვირეკა და გვითხრა, დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ არ გამომიშვესო. მერე ჩემი მეგობარი კომპანიის წარმომადგენლებს ინგლისურად ესაუბრა. გვითხრეს, რომ სასტუმროში წაგვიყვანდნენ დაახლოებით სამი საათი ვიყავით მარტო აეროპორტში. როცა სასტუმროში მივედით, ისინი უკვე ტრაბზონში იყვნენ. იქ გვქონდა ინტერნეტთან წვდომა და ვნახეთ მონაწერები, იხსენებს “ბათუმელებთან” დიანა კობალაძე.

ამ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე. ის მიიჩნევს, რომ პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დაისვას, რადგან ის ექსკურსიაზე იმყოფებოდა არა როგორც ორგანიზატორი, არამედ მიწვეული სტუმარი.

Loading...

მსგავსი სიახლეები