მენიუ დახურვა

დაიკიდეთ ნანა კოსტავები რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას და?!

ბლოგერი, ჟურნალისტი სალომე ბარკერი, რომლის 16 წლის და უბედური შემთხვევის შედეგად, ექსკურსიაზე გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ფეისბუქი პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ის  იმ ვნებათაღელვას ეხმაურება, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას სიძულვილის შემცველ მოსაზრებას მოჰყვა „ფეისბუქზე“.

„მიუხედავად იმისა, რომ შეგრძნების დონეზე საერთოდ ვერ განვიცდი ამ ქუთაისის საკრებულოს წევრის გარშემო მიმდინარე ვნებათაღელვებს (ამასობაში შეიძლება დაძველდა კიდეც ეს საკითხი და უამრავი ახალი რამე ხდება სამყაროში, არ ვიცი), აქა იქ ვკითხულობ კომენტარებს და მომინდა ორთითზეწამოცმულპრეზერვატივზე რამე განმარტება გამეკეთებინა. თავის დროზეც ცოტა გაუგებარი ჟესტი იყო და ახლაც მგონია ბევრს არ ესმის რატომ ვქენი და რა წერას ვყავდი ატანილი. 

მეგობრებო, და არა მეგობრებო, 2018 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აი ისას პრეზერვატივის ერთ-ერთი შეფუთვა, კერძოდ, ფინგერინგისთვის განკუთვნილი (დაგუგლეთ), ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივიანი მარცხენა ხელი, მიიჩნია მართლმადიდებელი მღვდლის მარჯვენა ხელად, ეს პრეზერვატივიანი ორი თითი (რომელზეც ე.წ. წითელი ლაქიც უსვია მეპატრონეს) კი ამავე მღვდლის მიერ მრევლისადმი პირჯვრის გარდასახვად, შესაბამისად, რელიგიური გრძნობების შეურაწყოპის მოტივით აი ისას ამ კონკრეტული ნახატის დატანა აუკრძალა პრეზერვატივზე, და კიდევ დააჯარიმა და ა.შ. გრძელი ისტორიაა.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როგორც ჩანს, მძაფრად აღვიქვამდი გამოხატვის თავისუფლების მიმართ განხორციელებულ ყველა ასეთ დარტყმას და შესაბამისი რეაქცია მქონდა სასამართლოს მათივე გამოტანილი აბსურდული გადაწყვეტილების ილუსტრაციით დავცინე ანუ, ის რაც წერილობით თქვა სასამართლომ, უბრალოდ ავიღე და ვაჩვენე ვიდეოში.

რა თქმა უნდა, როგორც კინოს საუკეთესო ტრადიციებს შეეფერება, ნანახი ვიდეოთი უფრო აღშფოთდა ყველა, ვიდრე წაკითხული განაჩენით. ესეც გასაგებია, არ განვიცდი. საერთოდ, მოგატყუებთ რომ გითხრათ რამეს განვიცდი ამ წუთას, მაგრამ არც თავის დროზე არ მაღელვებდა უამრავი უმისამართო ლანძღვა და მუქარა, რომელიც მაშინ მივიღე და ზოგიერთი ტვინგაყინული მეგობრის რეაქციაც ნუ ეხლა ეს ძაან იყო. 

კონკრეტულად არც განდონიან პირჯვარშია საქმე და არც ამ ერთ თუ ორ სახელსა და გვარში. ნანა კოსტავასაც აქვს გამოხატვის თავისუფლება, რომლითაც უკვე არაერთხელ ისარგებლა და საკუთარი შინაგანი სიმდიდრე გამოავლინა. რადგან ხალხის არჩეულია, ამ ხალხსაც სრული უფლება აქვს თავისივე არჩეული თანამდებობიდან უკან მოუხედავად გააჯმევინოს. თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ისარგებლე გესლის ნთხევის თავისუფლებით? აგე პასუხი.

რაც შეეხება ამ ღვთისმოშიშობას და ვითომ მორწმუნეობას, რომლის მიხედვითაც რაღაც ბოროტი ძალები ადამიანებს დასდევენ და სჯიან, ზოგჯერ მინატრია, ნეტა მართლა რამის მჯეროდეს მაგ ველში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასდროს არ მიფიქრია, რომ არსებობს რამე უფრო უკეთესი, უფრო შთამბეჭდავი, უფრო მუდმივი და უფრო სავსე, ვიდრე სიცოცხლე და სიყვარული. ძალიან ვწუხვარ ყველა იმ წუთის გამო, როცა ეს დამავიწყდა. ვეცდები აღარასდროს დამავიწყდეს და თქვენც იმავეს გისურვებთ. დაიკიდეთ ნანა კოსტავები, გარშემო უამრავი ბავშვია და უბრალოდ ყველას ჩაეხუტეთ ყოველწამს.“- წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში. 

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ -ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა ლაგოდეხში დაღუპული 16 წლის გოგო ბარკერის და თუ იყო.

სალომე ბარკერის 16 წლის და სოფი ნიკოლეიშვილი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

წყარო: marshalpress.ge
Loading...

მსგავსი სიახლეები