მენიუ დახურვა

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული: ,,მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია”

ლაგოდეხში 16 წლის გოგონას ოჯახი, რომელიც 40 წლის მამაკაცს მოზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მოძალადის დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით აპირებენ ანგარიშწორებას. გოგონამ მოძალადისგან ბავშვი გააჩინა, თუმცა მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე უარს ამბობენ, რის გამოც ის საავადმყოფოში დატოვეს. არასრულწლოვნის ოჯახის ვერსიას იზიარებენ თანასოფლელებიც. მათი ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ნასვამი იყო.

ბრალდებული კაცი მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ 16 წლის გოგონას ოჯახი 10 ათას ლარს სთხოვდა, უარის შემთხვევაში კი ჩივილით დაემუქრა.

“მეზობლები ვართ, სულ პატარაოაბიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა ხოლმე. არ მახსოვს რომელ დღეზე ლაპარაკობს. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა, შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო. მზად ვარ, პოლციაში ვიარო, მზად ვარ, დამიჭირონ და იმისთვისაც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია”, აცხადებს ბრალდებული მამაკაცი.

(აიპიენი)

Loading...

მსგავსი სიახლეები