მენიუ დახურვა

მანქანა ამოტრიალდა, ახალგაზრდა მგზავრი გარდაიცვალა, მძღოლი მძიმედაა – ავარია ასპინძაში

ასპინძაში, საროხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მძღოლი კი მრავლობითი დაზიანებით ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭეს სოფელ საროს რწმუნებულმა დაუდასტურა. შემთხვევა დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. ავარიისას 30 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლს მრავლობითი მოტეხილობა აქვს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“მიცუბიშის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. როგორც ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

Loading...

მსგავსი სიახლეები