მენიუ დახურვა

გვარამია ცდილობს შეთქმულების თეორია ააგოს, – ცქიტიშვილი სარალიძის გამოწვევაზე

ვერ ვხვდები გვარამიამ რატომ გადაწყვიტა, რომ რაღაც შეთქმულების თეორია ააგოს ჩვეულებრივი ელემენტარული ვითარებიდან, რაც სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა, როდესაც პასუხისგებაში მიეცა ადამიანი, რომელიც აქამდე მფარველობის ქვეშ იყო”, – აცხადებს რეზონანსთან” ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი ალეკო ცქიტიშვილი რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოწვევის შესახებ საუბრისას.

ზაზა სარალიძე ნიკა გვარამიას გამოწვევას იღებს და აცხადებს, რომ კვირის აქცენტებში” ილაპარაკებს იმ ყველაფერზე, რაზეც საუბარს არ აპირებდა. სარალიძის თქმით, გადაცემაში ხორავას ქუჩის საქმეზე აქამდე დაფარულ და არგაცხადებულ დეტალებზე ისაუბრებს. თავის მხრივ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში კვირის გადაცემის ერთგვარი ანონსი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ილაპარაკებს ღიად და მორიდების გარეშე.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, გვარამიას სურს პროცესი მუდმივად ცხელ ფაზაში იყოს და ასევე აღნიშნა, რომ რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის მიზანს წარმოადგენს საქმის პოლიტიზირება.

გვარამიას მიერ გამოქვეყნებული ანონსიდან, როგორც მივხვდი, მისთვის უფრო მისაღებია, რომ დაზარალებული მუდმივად იდგეს პარლამენტის წინ და ტემპერატურა მუდმივად მაღალი იყოს. ხოლო დაზარალებულის მოქმედებები და ნაბიჯები პოლიტიზირებული გახდეს.

შესაძლოა გვარამიას ძალიან უნდა, რომ ასე იყოს, მაგრამ დაზარალებულის თვალით რომ შევხედოთ, მისთვის არ ვიცი რამდენად მისაღებია მთელი ცხოვრება პარლამენტის წინ იჯდეს იმის გამო, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას სურს, ოპოზიცია და ხალხი მუდმივად ქუჩაში იყოს, ხოლო ზაზა სარალიძე ტემპერატურის ამწევი იყოს. ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წევრი ზაზა სარალიძე ვერ გახდება, განსხვავებით ნიკა გვარამიასგან,” – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

Loading...

მსგავსი სიახლეები