მენიუ დახურვა

2000 დოლარი გვჭირდება რომ არჩევნებზე წავიდეთ, რა თქმა უნდა მე თანხა არ მაქვს სააკაშვილის მორიგი წუწუნი

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ საკუთარ სიღარიბეზე აწუწუნდა, როგორც სააკაშვილი აცხადებს, მისი პარტია ვერ მოახერხებს, რომ ორშაბათს ყრილობა ჩაატაროს და ვადამდელ არჩევნებზე მონაწილეობის მიღების განაცხადი გააკეთოს.

„ჩვენ ვივლით ცალკე კოლონად. მე ახალ ხალხს დავეხმარები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენ არ გვაქვს ფული, რათა „ახალი ძალების მოძრაობამ“ ორშაბათს ყრილობა გამართოს და არჩევნებზე წავიდეს. დამატებით შესაგროვებელია 2 ათასი დოლარი, რათა ამ არჩევნებზე წავიდეთ. რა თქმა უნდა, მე თანხა არ მაქვს და არც ვაპირებ ოლიგარქებს მივმართო. ასეთია სისტემა, რომელიც არ უშვებს არჩევნებზე ნამდვილად, რადიკალურად განწყობილ რეფორმატორ, წესიერ ძალას. მაგრამ უნდა გავარღვიოთ ეს სისტემა და, ჩემი აზრით, ესეც უნდა შეიცვალოს უკრაინაში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: marshalpress.ge
Loading...

მსგავსი სიახლეები