მენიუ დახურვა

ფოთში გოგონას დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

ფოთში ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1957 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – განაცხადეს შსს-ში.

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები