მენიუ დახურვა

14 წლის გოგონას ორჯერ გაიტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით მოძალადე, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია

2015 და 2019 წელს მომხდარ არასრულწლოვანი გოგონას გატაცებასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე არ აპატიმრებს. ინფორმაციას ამის შესახებ “რეგინფო” ავრცელებს.

გოგონა, რომელიც 2015 წელს ძალადობის მსხვერპლი გახდა, 2019 წლის 4 აპრილს ისევ მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს. ირკვევა, რომ მეორე შემთხვევის შემდეგ გოგონა ძალადობის საქმეში ბრალდებულზე დააქორწინეს.

ძალადობის მსხვერპლის 2018 წელს მიცემულ ჩვენებაში წერია: “როდესაც ჩემზე ძალა იხმარა, მერე გარეთ გავიდა. ცოტა ხანში ისევ შემოვიდა. კიდევ ძალა იხმარა ჩემზე, სქესობრივი კავშირი დაამყარა. მერე ცოტა დაიძინა. მე შეშინებული ვიყავი. აღარაფერი შემეძლო. მერე ადგა და გავიდა. კარი ისევ გარედან ჩაკეტეს. ოთახს ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ ფიცრებით იყო დაკეტილი და ვერ გავიდოდი. უკვე თენდებოდა. მესამედ იხმარა ჩემზე ძალა. ისევ დაამყარა სქესობრივი კავშირი. ვუძალინდებოდი, მაგრამ აღარ შემეძლო. ყველაფერი მტკიოდა. მეუბნებოდა, ცოლად უნდა წაგიყვანო და ოქროს გიყიდიო. ყველამ იცოდა, რომ მე 14 წლის ვიყავი.”

მეორე მოტაცების შემდეგ კი 2019 წლის 2 მაისს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა დაზარალებული გოგოს და დედამისის ნოტარულად დამოწმებული განცხადება წარადგინა, რომ გოგოს აღარ აქვს და არც მომავალში ექნება პრეტენზია ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

“რეგინფოს” ინფორმაციით ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლი გოგო მოძალადის სახლში ცხოვრობს. თუმცა მეზობლები ამ საკითხზე საუბარს ერიდებიან. ჟურნალისტის წყაროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უბანში არაერთხელ ნახეს ბიჭიც, რომელიც ოფიციალურად ძებნილია.

მორიგი სასამართლო პროცესი სიღნაღის რაონულ სასამართლოში 13 ივნისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები