მენიუ დახურვა

ამ სააგენტოს უზნეობას ზღვარი არ აქვს! თავი დაანებეთ ამ თემით მანიპულირებას ნინი ქარსელაძე

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში იმ საინფირმაციო სააგენტოს, რომელმაც გიგი ანთაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, უზნეოს უწოდებს.

სააგენტო წერდა, რომ ბიჭი, რომელსაც კახი კალაძემ წვენების ჯიხური გადასცა, დღს მეტროში მათხოვრობს.

ამ სააგენტოს უზნეობას ზღვარი არ აქვს!!!! თავი დაანებეთ ამ თემით მანიპულირებას, ყველაფრის სათქვენოდ მორგებას და პოლიტიკურ ჭრილში გადატანას!

არასრულწლოვანი ბავშვის, რომელიც ბევრისგან განსხვავებით შრომობს, მუშაობს, რომ საკუთარი თავი რეალიზებულად იგრძნოს, მისი ამგვარი ფოტოების ფრიალი სიბოროტე და უტიფრობაა!!! გიგი მხოლოდ დიდ პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს ჩვენგან! მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეუშინდა ცხოვრებაში არც ერთ გამოწვევას, ცდილობს მოსინჯოს ყველაფერი და მხოლოდ ამ მონდომებისთვის არის ძალიან მაგარი ბიჭი!!!
გიგი მაი რისფექთ

P.S. საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული სჯობს, წართმეულს და სხვისი გამწარებით ნაშოვნს!!!!!!

შეგახსენებთ: 
გიგი ანთაძე  საზოგადოებას კარგად ახსოვს. 15 წლის ბიჭი  რუსთაველის გამზირზე ნივთებს ყიდდა. ქალაქის მერმა კახი კალაძემ 1 წლის წინ მას მზიურის ტერიტორიაზე ჯიხური გადასცა, სადაც მოზარდმა  წვენების გაყიდვა დაიწყო. მალევე „გიგის წვენების” ჯიხური  ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს.  
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლის მიხედვითაც პატარა ბიზნესმენი დღეს მეტროში მოწყალებას 

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები