მენიუ დახურვა

მოძალადე, რომელმაც 14 წლის გოგო ორჯერ გააუპატიურა, დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

ქ.ბ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. 2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ.ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ.ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ.ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო”,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები