მენიუ დახურვა

თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე მის შვილს თავს დაესხნენ

ტაბულას” დირექტორი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელსაც მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ, მისი შვილი, კატო კოპალეიშვილია.

დამკვირვებლები, რომლებსაც თავს დაესხნენ, არიან ჩემი შვილი – კატო კოპალეიშვილი და მისი მეგობარი ანა ბარამიძე (ჩემი მეგობრის შვილი). მე სახელმწიფოს ვთხოვ, ეს 41 ნომერი ქაჯი კანონის დაცვით და სიმკაცრის იმ სტანდარტით დასაჯოს, რა სტანდარტითაც ლორთქიფანიძის პიჯაკის შემთხვევაში გამოიყენეს.

არაფერს ზედმეტს არ ვითხოვ – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რა სტანდარტიც თავად შექმენით, ზუსტად იმ სტანდარტით დასაჯეთ ეს პრიმიტივიც. ასე ჯობია.

სიუჟეტი ასეთი იყო: კატო იდგა უბნის შესასვლელში და უბანთან მიმდინარე პროცესს იღებდა. მივიდა ეს ქალბატონი, უთხრა ნუ იღებო. კატომ აუხსნა, რომ მისი ინტერესია უბანთან მიმდინარე პროცესის გადაღება და ამის უფლება აქვს. თუ ვინმე წუხდება, შეუძლია უბანს გაეცალოს. რასაც მოჰყვა აი ეს ამბავი – ანა ბარამიძე იღებდა, იმას დაარტყა, კატომ მოასწრო ჩაწერა”,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები