მენიუ დახურვა

კახა კალაძე საერთოდ არაფერ შუაშია ამ ისტორიასთან მანჩო გიორგობიანი

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელშიც 16 წლის მოზარდი, გიგი ანთაძე მეტროში იმყოფება. ფოტოს ავტორმა თქვა, რომ ის მოწყალებას ითხოვს, რასაც ფეისბუქმომხმარებლების აღშფოთება მოჰყვა და აღნიშნულ საკითხზე კახა კალაძეს აკრიტიკებდნენ.

ძალიან გთხოვთ ყველას, ნუ გარევთ გიგის პოლიტიკაში და ნურც მის მშობლებს გააკრიტიკებთ, რადგან გიგი არის განსაკუთრებული ბიჭი ის ცდილობს დამოუკიდებლად იმოქმედოს, მთელი ცხოვრება ახალ-ახალი რაღაცეებით ინტერესდება და აკეთებს იმას, რაც უნდა და როგორც უნდა ეს რაღაც ახალია მის ცხოვრებაში, ბევრ ხალხში ტრიალიც მოსწონს, გაუვლის ალბათ ესეც დამშვიდდით და არავის ჭკუის სწავლება და მით უმეტეს ლანძღვა, საჭირო არ არის.

და კახა კალაძე კიდევ, საერთოდ არაფერ შუაშია ამ ისტორიასთან გავიდა დრო და ეტყობა გიგის წვენებმა გიგისთვის ინტერესი დაკარგა, ეხლა ქუჩაში სიმღერა მოსწონს, სულ ეს არის და არაფერი აქ საგანგაშო არ არის.. 

p.s.ცნობისთვის, მერიის დახმარებით, გიგის წვენები ვაკის პარკშია გადატანილი და არასრულწლოვანის, სხვისი შვილის ფოტოების ასე გამოფრიალება კანონით ისჯება, ყველამ რომ იცოდეთ! წერს მანჩო გიორგობიანი.

წყარო: marshalpress.ge
Loading...

მსგავსი სიახლეები