მენიუ დახურვა

ოქრუაშვილის პარტიას მარტივ მამრავლებად დავშლი – მოკლული ბუტა რობაქიძის მამა

შერატონ მეტეხი პალასში” იქ, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართა, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მივიდა.

მისი განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი მისი შვილის საქმეში მთავარი დამნაშავეა და არ მისცემს უფლებას, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.

ოქრუაშვილს, სააკაშვილს და ამ ხალხს არ უნდა ჰქონდეს არანაირი შანსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს ხალხი ციხეში უნდა იჯდეს. მკვლელი უნდა იჯდეს ციხეში. მე გავაცოცხლებ მოძრაობას გადაარჩინე სიცოცხლეს” და დავანახებ ყველას, რომ რასაც ისინი შეცდომას ეძახიან, დანაშაულია. არ ვაცლი, პარტიასაც დავუშლი მარტივ მამრავლებად. კრიმინალები მოდიან”, – აცხადებს რობაქიძე.

რობაქიზის თქმით, ვინც ოქრუაშვილთან ერთად მოდის, ყველანი გარეწრები არიან.

“6 კაცი ადებს მას ხელს. შეიძლება ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა პარტია გახსნან და იქ ადამიანები მივიდნენ? ვინც მიდიან გარეწრები არიან. გავაცოცხლებ გადაარჩინე სიცოცხლეს. ეტყობა დაავიწყდათ ვინ იყვნენ ესენი. ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია იქნება 2020-ში, სადაც ვერც ნაცები”, ვერც ოქრუაშვილი და ასეთი ხალხი 10%-საც ვერ გადალახავს. მაინტერესებს დღეს ოქრუაშვილთან ვინც მივა როგორ ჩაგვხედავს თვალებში, დასაჭერმა კაცმა სამართლიანობაზე როგორ უნდა ილაპარაკოს? არ ვაცდი პოლიტიკაში ყოფნას. ყველა ბოლოს ნაცებთან” მოიყრიან თავს. გუბაზს ვთხოვ, დიდი პატივს ვცემდი, სირცხვილი იქნება თუ ამოყოფ ნაცების” ოჯახში თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი,- განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ.

2018 წლის დეკემბერში ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლემ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

Loading...

მსგავსი სიახლეები