მენიუ დახურვა

ბინაში, სადაც ქალის ცხედარი იპოვეს, მეოთხე ადამიანიც აღმოაჩინეს

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ ბინაში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს, პოლიციამ მე-4 პირსაც მიაგნო.

სახლში გარდაცვლილის ნათესავი, შუახნის ქალი იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ შიშის ფონზე დაიმალა.

თავდაპირველად პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა, სამტრედიის ქუჩის #1 კორპუსის ბინაში შესვლისას ცხედარი, ასევე უგონო მდგომარეობაში მყოფი ასაკოვანი ქალი და ერთი ახალგაზრდა გოგონა აღმოაჩინა, რომელიც კონტაქტური იყო. ის პოლიციას კარს შეგნებულად არ უღებდა. საბოლოოდ სამაშველო სამსახურმა კარი შეამტვრია.

ცხედარი ბინიდან პროზექტურაში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის გაზის გაჟონვის ვერსია სრულად გამოირიცხა.

შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოფიციალური ვერისა არ არსებობს, თუმცა, პრაიმტაიმის ინფორმაციით, მოხუც ქალს სიმსივნე ქონდა და სავარაუდოდ ბუნებრივად გარდაიცვალა.

უცნობია რა მოტივით არ ხსნიდნენ კარს ბინაში მყოფი სხვა პირები. არსებობს ვერსია, რომ ოჯახის წევრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

გარდაცვლილი და ასაკოვანი ქალი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო დები არიან.

მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახი კარჩაკეტილად ცხოვრობდა.

პრაიმ-ტაიმი

Loading...

მსგავსი სიახლეები