მენიუ დახურვა

მოხუცების სასტიკი მკვლელობა გარდაბანში – არიან თუ არა კრიმინალურ ავტორიტეტები საქმეში

მუსაევები საკუთარ სახლში ხუთი დღის წინ მოკლეს და კედელზე წარწერაც დატოვეს – ედიკ, გელოდებით.

მუქარის ადრესატი ირწმუნება, რომ მტრები არ ჰყავს და არც ბიზნეს ინტერესები გააჩნია. მუსაევი კატეგორიულად უარყოფს ამ საქმეში კანონიერი ქურდების ჩართვას.

აგიხსენით, რომ მტრები არ მყავს. რაც შეეხება ამ ტრაგედიას, ვინც ეს ჩაიდინა, არც დედის და არც მამის ფასი იცის. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ კარზე ჩემი სახელი იყო დაწერილი. არ ვიცი, რატომ დაწერეს. ალბათ, კვალის დაფარვის მიზნით, – განაცხადა კურიერთან მოკლული მოხუცების შვილმა, ედიკ მუსაევმა.

მოკლულების მეზობლი ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს და ამბობს, რომ ედიკ მუსაევს სხვა სოფელში კონფლიქტი მოუხდა, მისი მეგობარი კი დაჭრეს.

,,ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ მოკლულების შვილმა ედიკამ სოფელ ქოსალარში, დაახლოებით, ერთი თვის წინ იჩხუბა და მისი მეგობარი დაჭრეს, თუმცა არ მჯერა, რომ ეს ჩხუბი შეიძლება კავშირში იყოს ამ ტრაგედიასთან, – განაცხადა მოკლულების მეზობელმა.

Loading...

მსგავსი სიახლეები