მენიუ დახურვა

„ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა!!! ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენგანისთვის!!!“

ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების მიერ ხელმოწერების შეგროვების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა!!! ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენგანისთვის!!!გადადეთ ყველამ პროფესია და წამით დაბრუნდით იმ იდილიაში რასაც ქვია ტკბილი ოჯახი. ჩახედეთ შვილებს თვალებში და წამით წარმოიდგინეთ რომ შეიძლება ის დრო მოვიდეს კითხვა დაგისვათ, თუ რა გააკეთე შენ როცა სიტყვა გეთქმოდა სიმართლის გვერდით ხმამაღლა დგომის!!!!

ეს დრო აუცილებლად მოვა!!!

არ შეგეშინდეთ ხმამაღლა ყვირილი – ჩვენ სიმართლე გვინდა!!!!!!!

მკვლელის დამალვა არაფერია ვიდრე სიმართლის დამალვა და რაც უფრო ღრმად დაიმალება მით უფრო უფსკრულისკენ წავა ჩვენი ქვეყნის ბედიც და მომავალიც, რომელი მომავალიც ჩვენ უნდა შევქმნათ სიმართლეში ან ტყუილში!!!!

არც ერთი ხელისუფლება არ იქნება დამნაშავე,თუ ჩვენ მათ მივეცით ნება თავიანთი პირადი ინტერესებით გვმართოს!!!!

ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ინტერესებს ერგებოდეს და თუ ეს ასე არ ხდება ის ხალხის და სიმართლის მტერია!!!!

ჩვენ გვინდა ს ი მ ა რ თ ლ ე ! ! ! ! ! ! ! !

სიმართლე და ჭეშმარიტება კი ღმერთია, ჩვენ ყველა მისი შვილები!!!!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ქართველი ერი!!!- წერს სარალიძე.

Loading...

მსგავსი სიახლეები