მენიუ დახურვა

ეუბნებიან, რომ შენ დაბადების დღეზე არ ჩაგაქრობინებ სანთელსო 17 წლის მოზარდის დედა ამბობს, რომ პოლიცია მის შვილს ემუქრებოდა

სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება 17 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით, „კურიერისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომელმაც შესაძლოა პოლიციის ვერსია თავდაყირა დააყენოს.

მოზარდი, რომელსაც სამართალდამცველები კრიმინალური პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ ის დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამ მდგომაროებაში იმყოფებოდა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფხიზელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ მოზარდი ავტომობილის გატაცების დროს, ნასვამ მდგომარეობაში იყო და მან ძალოვანი უწყების კუთვნილი მანქანა სწორედ ამიტომ გაიტაცა.

17 წლის მოზარდის დედა ამბობ, რომ პოლიციელებმა მის შვილზე შური იძიეს, რადგან მას არაერთხელ, ციხეში ჩასმით დამუქრებიან.

„მე ვიცი, უფრო რომ გადამტერებულები არიან ძალიან, მით უმეტეს ეს პოლიცია და ეუბნებიან, რომ შენ დაბადების დღეზე არ ჩაგაქრობინებ სანთელსო და ახლა ალბათ, პირობითიც რომ აქვს, ჯიბრში უდგანან. დამუქრებულებიც არიან, კარგად ვიცი ყველაფერი მე ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, იმიტომ რომ ექსპერტიზა ჩატარებულია ექპსერტიზამ აღმოაჩინა, რომ არ არის ნასვამ. არ ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში ამბობს მოზარდის დედა.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ 9 ივნისს სამართალდამცველები ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ და სწორედ ამ დროს უყურადღებოდ დატოვებული ავტომობილი ძალოვანებს 17 წლის მოზარდმა გაიტაცა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, კი გორის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. მოზარდი სამართალდამცავებს ამჯერადაც გაექცა და ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. არასრულწლოვანი სოფელ ორთაშენში შემთხვევიდან 12 საათის შემდეგ დააკავეს.

გორის რაიონული სასამართლო, რამდენიმე საათში 17 წლის ბიჭის აღკვეთის ღონისძიებაზე ღონისძიებაზე იმსჯელებს.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები