მენიუ დახურვა

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა, მესამე მოადგილის პოსტი მომღერალ ზურა ხაჩიძეს ჩააბარა. აღნიშნული პოზიცია ოფიციალურად მან 12 ივნისს დაიკავა.

ბესიკ ამირანაშვილს უკვე ჰყავს ორი მოადგილე – შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი.

ზურა ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბორჯომი-ასპინძის ოლქში, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი იყო.

Loading…


მსგავსი სიახლეები